ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაზარაძე ელჩებთან შეხვედრაზე: მსჯელობა გვქონდა მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ორ პუნქტზე

აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისა და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის შეხვედრა ლელო საქართველოსთვის ლიდერებთან დასრულდა. როგორც მამუკა ხაზარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩებთან განიხილეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი 5 პუნქტიანი დოკუმენტი, რაზეც ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება ვერ შედგა.

“შეხვედრა გვქონდა ბატონ ჰარცერთან და ქალბატონ დეგნანთან. კიდევ ერთხელ გავიარეთ ის მდგომარეობა, რაც ხდება შარლ მიშელის დოკუმენტის გარშემო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ლელოს პოზიცია, რომ ხუთი პუნქტიდან სამს ვეთანხმებით. მსჯელობა გვქონდა დანარჩენ ორ პუნქტზე, სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

 

იტვირთბა....