გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში მეტრონომს უთხრეს, გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.