პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიმდინარეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ოპოზიციონერ ლიდერებსაც შეხვდებიან.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე “ლელოს” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მივლენ. ამასთან, შეხვედრაზე მისვლას აპირებს “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.