[su_quote] რას ნიშნავს „მარხვითა და ლოცვით“? იმას, რომ ეშმაკების დამარცხება შეიძლება მხოლოდ მათთან შებრძოლებით, მათთან შეწინააღმდეგებით, არ მივიღოთ ის, რასაც გვკარნახობენ დემონები, მათი ნება არ შევასრულოთ, შევებრძოლოთ და შევეწინააღმდეგოთ, თავი შევიკავოთ იმ ყველაფრისგან, რასაც ბოროტი სულები გვთავაზობენ; მაგრამ ეს ღვთის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთი შეგვეწიოს. ამიტომ ამბობს უფალი, რომ „მარხვითა და ლოცვით განვალს ნათესავი ესე“. [/su_quote]
ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.