“ბოლო დღეების განმაავლობაში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში სისტემატურად იმართებოდა ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით. სახეზე გვქონდა ფიზიკური და იურიდიული პირების ერთობლივი ქმედება და ხდებოდა შენიღბვა სამართალდარღვევის”, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმდა ერთი ფიზიკური და ორი იურიდიული პირი.
“რამდენიმე დღის წინ კანონდებლობა შეიცვალა და გახდა აკრძალული ფართის გადაცემა სოციალური ღონისძიების, ისევე როგორც ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, როდესაც გამოვავლინეთ აღნიშნული ფაქტი, პრევენციულად 10 აპრილიდან, დაიწყო დილის საათებიდან გაფრთხილება აღნიშნული ფართის მესაკუთრის.
მიუხედავად ამის, გუშინ გვიან ღამით დაიწყო აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება. რამდენიმე ასეული ადამიანი ერთ კონკრეტულ სივრცეში ახდენდა ყოველგვარი რეგულაციების დარღვევით ღონისძიების გამართვას. პრეცენდენტული, რაც ამ შემთხვევაში არის, შრომის ინსპექციამ გამოიყენა საქცია და ერთი სამართალდარღვევისთვის სამივე მათგანის მიმართ იქნა გამოყენებული სანქცია. ფიზიკური პირის მიმართ 2000 ლარი, რაც შეეხება იურიდიულ პირებს 10 000 ლარის ოდენობით, რამაც ჯამში, 22 000 ლარი შეადგინა”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.