საზოგადოება

უკავშირდება თუ არა ლობიანი ბარბარობის დღესასწაულს?

 

დღეს, 17 დეკემბერს მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით წმინდა ბარბარეს დღესასწაული აღინიშნება.

წმინდა ბარბარე მეოთხე საუკუნეში, იმპერატორ მაქსიმიანეს პერიოდში ფინიკიაში, ილიოპოლისში ქრისტესთვის ეწამა.

საქართველოში ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიცია ლობიანების ცხობას უკავშირდება. თუმცა ეს წესი სინამდვილეში, ქრისტიანულ შინაარს არ ატარებს. ქართულ წარმართულ წარსულში მზის ღვთაებას და მის დედას, აისს ბარბალეს სცემდნენ თაყვანს, რომლის საპატივცემულოდ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს აცხობდნენ. დროთა განვალობაში ხალხმა  წმინდა ბარბარე და წარმართული ღვთაება  გააიგივა, რის გამოც ღვეზელს ბარბარობაზეც აცხობენ. მის შიგთავსში ლობიოს გამოყენება კი შობის მარხვას უკავშირდება. თანდათან მარხვის პერიოდში ბარბარობაზე სამარხვო ღვეზელის, ანუ ლობიანის ცხობა ტრადიციად იქცა.

ასე რომ, ლობიანის გამოცხობა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მას ბარბარობასთან კავშირი არ აქვს.

 

 

 

იტვირთბა....