[su_quote] კარგი იქნება თუ უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდება. როგორც არ უნდა გულნატკენები ვიყოთ იმაზე, რომ უკრაინის თანამდებობის პირი, სახელმწიფო მოხელე ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ჩარევას ახორციელებს, ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ელჩი ამდენ ხან გვყავდეს გამოწვეული. ჩვენ ჩვენი უკმაყოფილება ვთქვით და მაინც, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, იმ ქვეყანაში ელჩი უნდა დაბრუნდეს. [/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა “ევროპელი სოციალისტებიდან”, დავით ზილფიმიანმა უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების აუცილებლობის შესახებ მეტრონომს განუცხადა.