[su_quote]ადგილებზე ჩვენნაირი პოლიტიკური სტრუქტურა და ჩვენნარი პოლიტიკური ლიდერები არავის ჰყავს. თვით ყველაზე მსხვილ ელექტორალურ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობასაც კი, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათი ხმების დიდი ნაწილი სხვა რამით არის განპირობებული და არა პარტიული სტრუქტურებით, ან ადგილზე გაწეული კონკურენციით. თვით არა თუ დანარჩენ პარტიებთან. ნაციონალურ მოძრაობასთანაც კი, 1/10-ზე გვაქვს უპირატესობა, ოღონდ ეს უპირატესობა რამენაირად უნდა გარდავქმნათ ელექტორალურ უპირატესობაში. სხვანაირად, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მაგრები ვართ, ეს სიმაგრე გვერდით დაგვრჩება[/su_quote]
ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა