.
უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა ვიდეო გაავრცელეს, რომლითაც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაკოვს მიმართავენ.
“თუ თქვენ თვლით რომ ჩვენ გასტროლიორები ვართ, მობრძანდით და იომეთ აქ თქვენი ქვეყნის დასაცავად…” – აცხადებენ ქართველები.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის ვიდეოც “მეტრონომმა” გაავრცელა.
ვიდეოში ავაკოვმა სააკაშვილს გასტროლიორი უწოდა.