საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი მეტრონომთან საუბრისას აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, დღევანდელ მოცემულობაში უკრაინაში საქართველოს წარმომადგენელი იმყოფებოდეს.
“ელჩებთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირ აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა და დარწმუნებული ვარ, ისინი აქტიურად მსჯელობენ უკრაინაში ელჩის დროულად მივლინებაზე. განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, რაც ახლაა ჩვენ მეგობარ ქვეყანაშია, მნიშვნელოვანია საქართველოს წარმომადგენელი იმყოფებოდეს ადგილზე. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირდებით უფრო კონკრეტულ პასუხს, თავად სამინისტროსგან მიიღებთ”, – აცხადებს წილოსანი.
2020 წლის მაისში, უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშნეს.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნება.
ამ დროისთვის უკრაინა ფართომასშტაბიანი კონფლიტქის წინაშე დგას – 7 წლის შემდეგ დონბასში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს სამხედრო წვრთნების ჩატარება დააანონსა. ამასთან, ბოლო კვირების განმავლობაში მუდმივად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულება – არის მსხვერპლიც.