ისანში, საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა, ის ადგილზევე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტოში დაუდასტურეს.
უწყების ცნობითვე, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.