aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი: მოგმართავთ ინიციატივით, დრო მოვიდა მორატორიუმის გამოცხადების, სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მოგმართავთ ინიციატივით, რომელიც ყველასთვის საჭიროა და არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნა და მინდა, რომ თქვენ, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აქ არ იმყოფებიან, გადავცეთ. მგონი, დრო მოვიდა მორატორიუმის გამოცხადების სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამით ქვეყანაში ატმოსფერო შეიცვლება და ადამიანები მომავალს უფრო განსხვავებულად შეხედავენ.

“ამისგან თავი რომ შევიკავოთ, მგონი, ზოგადად ქვეყანაში შეიცვლება ატმოსფეროც და განწყობებიც. შესაბამისად, უფრო სხვანაირად შევხედავთ ერთმანეთს, მომავალს, ეს ყველას გაგვაძლიერებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....