ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაია მიმინოშვილმა 6 თვის განმავლობაში 81 301 ლარი აიღო

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილის მიერ 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში მიღებული 81 301 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურებიდან, რომელიც იმავე პერიოდში განათლების მინისტრის ანაზღაურებას დაახლოებით ორჯერ აღემატება, თანამდებობრივი სარგო შეადგენს 27 000 ლარს, პრემია – 6750 ლარს, ხოლო სახელფასო დანამატი 47 551 ლარს – ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

IDFI-ს ანგარიში საჯარო დაწესებულებებში 2015 წლის 6 თვის სახელფასო პოლიტიკის მონიტორინგს მოიცავს, აღნიშნულია, რომ 2014 წელს დაწყებული პრემიების სახელფასო დანამატით ჩანაცვლება ტენდენცია 2015 წელსაც გრძელდება.

ინსტიტუტის ცნობით, 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას თავი აარიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

IDFI–ის ინფორმაციით, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საქართველოს 14 სამინისტროს და 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 5 477 391 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემია, საიდანაც პრემიის სახით გაიცა 945 229 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით – 4 532 162 ლარი.

დანარჩენი სამინისტროების შემთხვევაში კი, IDFI-ის ცნობით, მინისტრის მოადგილეები ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის სახელფასო დანამატს.

 

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....