დიდი ბრიტანეთის მონარქის ელიზაბეტ II-ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ იორკ თაიმსი ავრცელებს.
პრინცი ფილიპი პარასკევს, 9 აპრილს ლონდონში, უინძორის სასახლეში გარდაიცვალა.
ბრიტანეთის დედოფალი და პრინცი ფილიპი 1947 წელს დაქორწინდნენ.
მისი გარდაცვალების ცნობა ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა.