ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისადმი მხარდაჭერის მიზნით შავ ზღვაში სამხედრო გემებს გაგზავნას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სიენენი ავრცელებს.
დროდადრო ამერიკული გემები შავ ზღვაში სხვადასხვა ოპერაციების გამო ისედაც შედიან შავ ზღვაში, თუმცა აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე ეს იქნება მკვეთრი სიგნალი რუსეთის მიმართ.
თუ თეთრ სახლი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, აშშ მონტრეს კონვენციის საფუძველზე ვალდებულია თურქეთს 14 დღით ადრე აცნობოს, რომ სამხედრო გემებს ბოსფორის სრუტის გადაკვეთა სურთ.
უკანასკნელი კვირეების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება ძალიან დაიძაბა. მასშტაბური სამხედრო გადაადგილება შეინიშნება კონფლიქტის შეხების ხაზის ორივე მხარეს, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის.
ადგილობრივი პრესა შეტაკებების შესახებაც იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.
სეპარატისტული რეგიონების მხრიდან დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით. არმიის მზადყოფნის შემოწმება დაიწყო.
გუშინ ფრონტის ხაზს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია ვითარების ადგილზე გასარკვევად.