ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვა: ისრაელში დასაქმების მსურველი არ უნდა იყოს 1,5 მეტრზე დაბალი და 45 კგ-ზე ნაკლები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია იწყება. ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოს ხანგრძლივობა არის სრული განაკვეთი, 6 სამუშაო დღე კვირაში, 42 საათი კვირაში. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით – 5 300 შეკელს.

უწყების ინფორმაციით, ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. სამუშაო ადგილების კვოტა – იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.

სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

“განათლება:

საშუალო სკოლა დამთავრებული;

სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.

ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

ზოგადი მოთხოვნები:

• საქართველოს მოქალაქე;

• ასაკი: 25-დან 45 წლამდე;

• სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არა ნაკლებ 45 კგ;

• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;

• ნასამართლეობის არ მქონე;

• ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე;

• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;

• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;

• კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს ჩOVID-19-ის ტესტი საქართველოში;

• კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ კოვიდ 19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

(აღნიშნული მოიცავს კოვიდ-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით)”, – ნათქვამია სამინსიტროს განცხადებაში.

იტვირთბა....