ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეგნანი: 9 აპრილს ქართველმა ხალხმა თავისუფლებისათვის უდიდესი ფასი გაიღო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, სოციალურ ქსელით 1989 წლის 9 აპრილს ეხმაურება და  განცხადებას ავრცელებს, სადაც მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს.

ელჩის თქმით, 1989 წელი იყო თავისუფლების, დემოკრატიისა და სიმამაცის გამოვლინების წელი.

“1989 წელი არის წელი, რომელიც ხასიათდება სიმამაცით, მსხვერპლის გაღებითა და მოვალეობის პირნათლად შესრულების.

მთელმა მსოფლიომ უყურა, მოქალაქეები თუ როგორ უშიშრად იდგნენ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.

ამ წელს, ბალტიის ქვეყნებში ორმა მილიონმა ადამიანმა სოლიდარობის ნიშნად ჯაჭვი შეკრა.

უნგრეთში, 1989 წელს სიმბოლურად გაიხნსა საზღვარი ავსტრიასთან ევროპული პიკნიკისათვის.

აქ, საქართველოში კი 21- მა  მოქალაქემ უდიდესი ფასი გაიღო თავისუფლებისათვის. ასეულობით პირი კი დაშავადა საბჭოთა არმიის მიერ გამოყენებული ძალის გამო. საბჭოთა არმიის, რომელმაც თავისუფლებისთვის მებრძოლი მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბია.

ჩვენ გვახსოვს ისინი. ადამიანები, რომლებიც შეეწირნენ ბრძოლას, რომ უკეთესი მომავალი გვქონოდა.

ჩვენ ამერიკელები საქართველოში, გიჭერთ მხარს, თქვენთან ერთად აღვნიშნავთ და ვიზიარებთ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებს”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია რუსმა ჯარისკაცებმა ქიმიური საშუალებებით, ჯავშანტექნიკითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაშალეს. შედეგად, დაიღუპა 21 დემონსტრანტი, მათ შორის ქალები და სკოლის მოსწავლეები. ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი, იყვნენ დაჭრილებიც.

ტრაგიკული დღიდან ზუსტად ორ წელში 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

 

იტვირთბა....