ახალი ამბები მთავარი

10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება.

განკარგულებას საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.

იტვირთბა....