ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

ევროსასამართლო: ბავშვების საყოველთაო ვაქცინაცია არ არღვევს პირადი ცხოვრების უფლებას

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაცია არ არღვევს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით.

საქმე ეხება ვავრიჩკა და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციას ეხებოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ საყოველთაო ვაქცინაცია არ არღვევს პირადი ცხოვრების უფლებას, რადგან პროპორციულად იმუნიზაციის სარგებელი აჭარბებს და იცავს როგორც მათი, ასევე სხვების ჯანმრთელობასა და უფლებებს.

ცნობისთვის, ჩეხეთში არსებობს ზოგადი იურიდიული ვალდებულება, რომელიც მშობლებს ავალდებულებს ბავშვების ვაქცინაციის ჩატარებას ცხრა ცნობილი დაავადების წინააღმდეგ. მშობლები, რომლებიც არ შეასრულებენ ამ ვალდებულებას, შესაძლოა დაჯარიმდნენ, ხოლო ბავშვები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულები, არ მიიღებენ ბაგა-ბაღებში.

იტვირთბა....