ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კაპანაძე: ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნება უფრო მნიშვენელოვანია, ვიდრე ევრონტეგრაცია

ევროპარლამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც პარტნიორები საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმას, კონკრეტულად კი, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების წესს, აკრიტიკებენ, ოპოზიცია აფასებს.

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ გაკეთებული განცხადება საგანგაშოა და მისი თქმით, მნიშვენლოვანია ქართული ოცნების შესაბამისი რეაგირება.

“ამაზე უფრო ნათლად უბრალოდ შეუძლებელია, რომ განცხადება იყოს ევროკავშირის მხრიდან იყოს გაკეთებული. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი. ისინი ითვალისწინებენ, ჩვენი პარტიონრების აბსოლუტურად მკაფიო განცხადებებს, თუ ისევე აგრძელებენ კლანის მეშვეობით და ერთი ადამიანის დაქვემდებარებული სასამართლოს მეშვეობით მართვას, მგონი ძალიან ნათელი არჩევანი აქვთ მათ. მათვის ძალაუფლების შენარჩუნება უფრო მნიშვენელოვანია ალბათ, ვიდრე ევრონტეგრაცია”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ევროკავშირი იმედგაცრუებულია და თუ საქართველო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოსთვის მოქმედი პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემას გადახედოს.

იტვირთბა....