ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე: ვენეციის კომისია არ არის გაცნობილი საბოლოო ვარიანტს

ევროპარლამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც პარტნიორები საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმას, კონკრეტულად კი, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების წესს, აკრიტიკებენ, მმართველ გუნდის წევრები პასუხობენ. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, პარტნიორების განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ ვენეციის კომისია არ არის გაცნობილი საბოლოო ვარიანტს.

“ცვლილებების მიზანი იყო რეკომენდაციების ასახვა. ყველა ეს ცვლილება კი ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზეა განხორციელებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან და მათ კანონს გავუგზავნით. რაც შეეხება განცხადებას, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ვენეციის კომისია არ არის გაცნობილი საბოლოო ვარიანტს, რომელიც კანონის სახით იქნა მიღებული,” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირი იმედგაცრუებულია და თუ საქართველო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოსთვის მოქმედი პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემას გადახედოს.

იტვირთბა....