ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ შეშფოთებულები არიან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გარეშე.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის მთავარი პირობაა, მოსამართლეთა არჩევის წესი შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
“1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებისა და მოქმედი წესების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ინიციატივას შესარჩევი პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებების შეტანაზე, ამასთან სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა ყოველგვარი კონსულტაციის პროცესის გარეშე, ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ცვლილებები. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ საქართველომ კანონმდებლობაში ცვლილებები ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გარეშე შეიტანა.
ევროკავშირი მკაცრად მოუწოდებს საქართველოს რაც შეიძლება მალე მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება, შეესაბამება, თუ არა მიღებული შესწორებები მათ რეკომენდაციებს.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, უზენაესი სამარათლო, დაკომპლექტდეს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის მოსამართლეებით. მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის მთავარი პირობაა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად”, – წერია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაკროფინანსური პაკეტს დახმარების სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.