იტალიაში, ქალაქ ბარიში კორონავირუსისგან ორი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაცია მეტრონომს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს გარდაცვლილების გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა.
“იტალიისქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულო საქმის კურსშია და ადასტურებს საქართველოს 2 მოქალაქის (ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი) გარდაცვალების ფაქტს. ორივე მათგანი კოვიდ 19-ის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების სააავადმყოფოში მოთავსების დღიდან, ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა, როგორც საავადმყოფოს მედპერსონალთან, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთაც გაეწიათ ყველა საჭირო დახმარება, თუმცა, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.,
უწყებაში ამბობენ, რომ ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახის წევრებთან.