ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკა მელიას სასამართლოსთან ვითარება დაიძაბა

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნაციონალური მოძღაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა. ერთამენთს დაუპირისპირდნენ სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები, რომლებიც ნიკა მელიას მხარდამჭერი ბანერებით მივიდნენ სასამართლოსთან.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

იტვირთბა....