[su_quote]მოვა [აქციაზე] ის, ვინც ამას განიცდის. მე მოწოდება არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ, ეს იდეა დაიბადა აი, აქ, ამ კიდობანში. თუ ხალხს უნდა ასეთ მარაზმში ცხოვრება და ხალხი არ გამოვა, უნდა დავემორჩილოთ იმ ხალხს, ვინც უმრავლესობაში იქნება. მე გავჩუმდები, არაფერი სალაპარაკო მექნება და ჩავიგდებ ენას[/su_quote]
ეს განცხადება მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში თავისუფალი სივრცე გააკეთა. გაჩეჩილაძის თქმით, 9 აპრილს ევროპის მოედანზე გაიმართება შეკრება, სადაც დაფუძნდება ქართველი ხალხის მარადისობის დღე, რომელიც ტრადიციად იქცევა. უცნობის თქმით, ეს იქნება დღე, როდესაც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხალხი საკუთარ აზრს დააფიქსირებს.