კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული დამატებითი შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 8 აპრილიდან კინოთეატრები იხსნება.
ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან, მთავრობის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად.