[su_quote] ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ალბათ, ამ წუთებში უნდა მიიღონ ქართული ოცნების ხელმძღვანელებმა, ისევე როგორც ორი თვის წინ დასხდნენ და მიიღეს, რომ ნიკა მელია უნდა დაეკავებინათ, რომელიც ირაკლი კობახიძემ თქვა თავად. არამგონია, რომ ქართული ოცნება დღეს კარგ მდგომარეობაში იყოს, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მართლა ორ ცეცხლს შუა არიან ახლა. ნიკა მელიას პატიმრობის ყოველი დღე ქართული ოცნებისთვის არის მძიმე. თუ ნიკა მელია გათავისუფლდა, ე.ი. ნიკა მელია მოლაპარაკებების მაგიდასთან ავტომატურად ჯდება, რაც ასევე უმძიმესი დარტყმა იქნება ქართული ოცნებისთვის. ახლა ალბათ, სხედან და ფიქრობენ, რომელი უფრო შედარებით ასატანი დარტყმა იქნება მათთვის. [/su_quote]
ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ხვალ, 8 აპრილს არის ჩანიშნული.