მთავარი საზოგადოება

როგორ აზროვნებენ და რას გვირჩევენ წარმატებული ადამიანები

წარმოგიდგენთ business insider-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც გვაჩვეენებს თუ როგორ აზროვნებენ მსოფლიოს წარმატებული ადამიანები.

  1. არ შემიძლია ერთ დღეში ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ შემიძლია ამ დღეს მცირე ნაწილი მაინც დავიწყო

თქვენ გაქვთ გეგმები, მიზნები, იდეები … ეს ვის აინტერესებს? თქვენ არაფერი გაქვთ, სანამ მათ განხორციელებას არ დაიწყებთ.

ყოველდღიურად ვყოყმანობთ დავიწყოთ თუ არა ჩვენი გეგმების შესრულება. ამიტომ აიღეთ ერთი მიზანი, ან ერთი იდეა და მიყევით ბოლომდე. დაიწყეთ თუნდაც მცირე ნაწილით. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ პირველი ნაბიჯია მძიმე, შემდეგი ეტაპები უკვე მარტივდება.

  1. მე შემიძლია გავაკეთო ის, რისთვისაც სხვები მზად არ არიან

ხანდახან ყველაზე მარტივი გზა წარმატებისკენ არის აკეთოთ ის, რასაც სხვები უარყოფენ. ასე რომ აიღეთ რამე, რისი გაკეთებაც სხვებს არ უნდათ. ეს შეიძლება იყოს მარტივი ან მცირე რამ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

  1. შიშს პირდაპირ შევხედავ

ყველაზე სახიფათო შიშია… იმის შიში, რასაც არ იცნობთ. როგორც წესი, ის, რისიც გვეშინია და როგორც წამოგვიდგენია, საერთოდ არ არის სახიფათო. რაც მთავარია, დაუჯერებლად სასიამოვნო და საამაყოა, როცა მიხვდებით, რომ შიში დაძლიეთ.

ყოველ დღე გააკეთეთ რამე ისეთი, რისიც გეშინიათ, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური შიში. ძალიან მალე დაინახავთ პრობლემები როგორ იწყებენ კლებას.

  1. დავაფასებ იმას რაც დაუფასებელია

ზოგიერთ საქმეს სჭირდება მეტი ძალისხმევა ვიდრე- გამოცდილება. მომარაგება, დასაწყობება,  მომხმარებლის მიღება. ეს სამუშაოები თითქოს არ ითხოვს გამოცდილებას და ადვილია, მაგრამ ამგვარი საქმეები ძალისხმევას ითხოვენ. ამიტომ დააფასეთ ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ.

ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი მძიმედ შრომობს ყოველგვარი აღიარების გარეშე. იყავით ის ვინც ყოველდღიურად ერთ ამგვარ ადამიანს აღიარებს და დააფასებს.

და როცა გასცემთ პატივისცემას, მიიღებთ უფრო მეტს.

  1. ათჯერ მეტს მოვუსმენ ვიდრე ვილაპარაკებ

ჩვენ ხშირად გვგონია, რომ რაც უფრო ბევრს ვლაპარაკობთ, მით უფრო ჭკვიანები ვჩანვართ. სინამდვილეში კი, ხშირად ვცდებით და პირიქით შედეგს ვიღებთ. არასდროს ისაუბროთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გსიამოვნებთ, რადგან ეს ხშირ შემთხვევაში არავის მოსწონს.

  1. არ მაინტერესებს სხვა რას ფიქრობს

ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაწუხებს ის თუ რას ფიქრობენ ჩვენზე. მაგრამ ეს არ უნდა შეახოთ იმ გზას, რომელსაც ადგახართ.

თუ მართლა გსურთ დაიწყოთ ბიზნესი და თქვენს გარშემო ფიქრობენ, რომ ეს გიჟური იდეაა -აუცილებლად დაიწყეთ! დაიწყეთ და გააკეთეთ ის, რაც მანამდე არ გაგიკეთებიათ, იმიტომ, რომ გეშინოდათ სხვების აზრის. ეს თქვენი ცხოვრებაა!

  1. ვუპასუხებ იმ შეკითხვებს, რასაც არ სვამენ

ხანდახან ადამიანები გაუბედავები, მორცხვები არიან. ამ და სხვა მიზეზების გამო, ხშირად არ სვამენ იმ კითხვებს, რაზეც რეალურად აინტერესებთ პასუხი. მაგალითად, დამსაქმებლები სვამენ კითხვას თუ სად ისწავლეთ, თუმცა, მათი კითხვის რეალური შინაარსია, რამდენად შეგიძლიათ გაზარდოთ მათი კომპანია. ისინი იმედოვნებენ, რომ სწორედ ამ პასუხს გაიგებენ. შეიძლება ქმარმა გკითხოთ, თუ შეამჩნიეთ ქალი, რომელიც მას წვეულებაზე ეფლირტავებოდა. სინამდვილეში მას სურს გაიგოს, ისევ მიმზიდველად თუ მიიჩნევთ.

იყავით ყურადღებით და მიხვდით, კითხვის რეალურ შინაარს.

  1. ვიქნები კარგი და არა – სრულყოფილი

დიახ, თქვენ ერთი შანსი გაქვთ პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად, მაგრამ სრულყოფილება შეუძლებელია. და საერთოდ, სრულყოფილების ძიება თქვენი პირველი მტერია.

იმუშავეთ თავდაუზოგადავად, აკეთეთ შესანიშნავი საქმეები და უბრალოდ, იყავით დარწმუნებული, რომ ხართ კარგი.

  1. ვეცდები უკეთესად გავაკეთო

სრულყოფილების უარყოფა არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს რამე, რასაც უკეთესად ვერ გავაკეთებთ. წარმატებული ადამიანები არ ცდილობენ სრულყოფილები იყვნენ, მაგრამ ცდილობენ გაიუმჯობესონ უნარები. ეცადეთ ყოველდღიურად უფრო უკეთესი იყოთ.

 

იტვირთბა....