ევროპის მედიცინის სააგენტომ (EMA) თრომბსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლო კავშირი დაადგინა. ვკითხულობთ, რომ კომიტეტმა მხედველობაში მიიღო ყველა არსებული, მათთვის ცნობილი შემთხვევა, ასევე, ექსპერტთა დროებითი ჯგუფის რჩევები. სააგენტოს ინფორმაციითვე, ბრიტანული ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბის იშვიათი შემთხვევა 25 მილიონი აცრილი ადამიანიდან მხოლოდ 86-ს განუვითარდა, შემთხვევების უმეტესობა 60 წლამდე ზრდასრულ ქალებზე მოდის.
EMA-ის რისკის შეფასების კომიტეტის ცნობით, იშვიათი, შესაძლო გვერდითი ეფექტები ტვინის სისხლძარღვებში, არტერიებსა და მუცლის ღრუში თრომბის შემთხვევებს, სისხლში თრომბოციტების მცირე რაოდენობასა და იშვიათ შემთხვევებში, სისხლდენას მოიცავს.