“დღეს გავიკეთე “ასტრაზენეკას” ვაქცინა. ვაქცინაცია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად. ასე რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომელიც Astrazeneca-ს ვაქცინით დღეს აიცრა.
პარლამენტის წევრს ვაქცინაციამ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით მოუწია.
ცნობისათვის, ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მხოლოდ მედპერსონალს და 55 წელს ზემოთ ასაკის პირებს შეუძლიათ. მათ ორ ვაქცინას – “ასტრაზენეკას” და “ფაიზერს” შორის შეუძლიათ არჩევანის გაკეთება.