[su_quote]სააკაშვილს მინდა მივმართო 9 აპრილთან დაკავშირებით, თუ გაითვალისწინებ ჩემს თხოვნას და ხალხს პატივს სცემ ერთი დღე, აალაგებინე ეგ კარვები და ხალხი მიუშვი, იქ ყვავილები დადოს. შენი სახელისთვისაც უკეთესი იქნება, ნუ წახვალ ამ საშინელ. შენ რომ აქ არ ხარ და ამ სიტუაციას ვერ გრძნობ, დარწმუნებული ვარ, აქ რომ იყო და 9 აპრილის სიტუაციას გრძნობდე, შენ თვითონ აალაგებდი იმ კარვებს, თუ ოდნავ მაინც შეგრჩენია ამ ქვეყნის პატივისცემა, რაშიც ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც თხოვნით მოგმართავ. მანდ მოსვლას არ ვაპირებთ. ჩვენი მარშრუტია ენა, მამული, სარწმუნოება. ეს არის მამული – თბილის, სარწმუნოება, სადაც გავივლით სანაპიროთი – უწმინდესს მადლობას გადავუხდით, მივალთ დედა ენის ბაღში და ხელს მოვაწერთ იქ დაფუძნებას და ესეც იქნება – ენა, მამული და სარწმუნოება. ასე შევკრავთ ჩვენ ამ დღეს. ის, რაც გინდათ, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ და “პალატკები” ავშალოთ, ასე არ მოხდება[/su_quote]
ეს განცხადება ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ქართული არხის ეთერში გააკეთა