ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე ბრალდებულებმა აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ, ასევე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებმა ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა აშშ-ის საელჩოში წერილი დატოვეს. მათ ამ წერილით აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიმართეს.
როგორც წერილის ავტორები აცხადებენ, ისინი ამ წერილით გიორგი რურუასა და ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ.
ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პოლტიკური დევნილები არიან და ეს უნდა შეწყდეს.
“პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც ბატონი მელია, ასევე რურუა, პოლიტიკური დევნილები არიან, ისევე როგორც ჩვენ ვიყავით თავის დროზე. შესაბამისად, მხარდაჭერას გამოვთქვამთ და ვისწრაფვით იმისკენ, რომ შეწყდეს ეს”, – განაცხადა მელაშვილმა
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2020 წლის 9 ნოემბერს შეუფარდა. 2020 წლის 10 დეკემბერს კი გირაოს სახით 10 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავსიუფლეს.
რაც შეეხება ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს, ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს, ისინი სასამართლომ 28 იანვარს 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.