ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებს განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, რომ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად.

“ვებპორტალზე, რომელიც გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის  ვებგვერდზე, ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და ასევე, მათ საშუალება ექნებათ, ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი და რომელიც ფართოდ არის მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი”, – აცხადებს ტიკარაძე.

მისი თქმით, ეს კვლევა დაეხმარება სამინისტროს მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც იქნება მნიშნელოვანი ინსტრუმენტი ქვეყანაში შემდგომი ვაქცინების შემოტანის კუთხით.

იტვირთბა....