ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდა და მასში ქრონიკული დაავადებების მქონე პირებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შედგება ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა სია და აღნიშნულ სიაში მოხვედრილი პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება.
“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, ესაა ქრონიკული დაავადების მქონე პირების უფრო მეტად ინტესიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ამისათვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩვენს პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად, ვინც ჩართული არიან ვაქცინაციის პროცესში, დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის მანძილზე.
შევადგენთ სიებს იმ არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გაგვაჩნია. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე, რომლითაც პროგრამა შეძლებს იდენტიციცირებას ყველა იმ ადამიანისა, ვისაც მაღალი რისკი აქვს და შესააბამისად ადამიანები შეძლებენ დარეგისტირირებას”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.