ახალი ამბები მთავარი

DRI: საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთში უნდა გააუქმოს კომენდანტის საათი

“დღეს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით გადმოსვლისას, ენგურში სამი ადამიანი დაიხრჩო, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ”, – ამის შესახებ Democracy Research Institute – DRI / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოს ცენტრალურმა მთავრობამ უნდა გააუქმოს ოკუპირებულ აფხაზეთში კომენდანტის საათი:

“ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილს ადამიანების სიცოცხლე ეწირება. აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ამ სახიფათო გზით ცდილობენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

იტვირთბა....