“სიხარულისა და სიყვარულის დღესასწაულია. ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს. დღეს თითქოს ცა და ქვეყანა შეუერთდა ერთმანეთს, ღმერთი ლოცავს მიწიერ და ზეციურ სამყაროს”, – ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებისას.
პატრიარქმა არსებულ რთულ დროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანებს ბოროტი განსაკუთრებულად ებრძვის, რადგან ეშმაკი გრძნობს, რომ მისი დასასრული მოახლოებულია:
“უნდა გვახსოვდეს სიხარულს გამოავლენს სიყვარული, თუ სიყვარული არ გააჩნია, სიხარული არ იქნება. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს ბოროტი და კეთილი დაპირისპირებულები არიან. ვგრძნობთ რამდენად მძიმეა ბრძოლა. წმინდა მამები ამბობენ, როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოდის მისი დასასრული, ის გააძლიერებს ბრძოლას. განსაკუთრებით ახალგაზრდებს ებრძვიან. იმ დროს ვცხოვრობთ, რომ ადამიანი სხვებისთვის უნდა ცხოვრობდეს. ეს ერთ-ერთი სახეობაა ბრძოლის. ჩვენ გავდივართ ბრძოლას ბოროტთან”, – განაცხადა პატრიარქმა.