Tbilisi Open Air 2021 გაუქმდა. ამის შესახებ ფესტივალის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ივენთის ორგანიზატორების თქმით, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ იძლევა ფესტივალის ჩატარების საშუალებას.
“მეგობრებო, სამწუხაროდ, გვიწევს, გითხრათ, რომ 2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის.
მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და ფესტივალის ჩატარებას წელს მაინც შევძლებდით, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულფასოვნად ჩავატაროთ დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი, თუნდაც შემოდგომაზე. ამ პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თქვენი უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველვყოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ უცხოელი შემსრულებლების ქვეყანაში ჩამოყვანაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ წელს, ისევე როგორც შარშან, აუცილებლად ჩატარდება მცირე მასშტაბის ღონისძიებები.