ახალი ამბები მთავარი

ლეილა მუსტაფაევა: აფგანს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება სურს

აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნამდვილად საქართველოში იმყოფება და ის მზადაა საქართველოს პროკურატურასთან ითანამშრომლოს.

მისი თქმით, აფგანის ჩამოსვლის მიზანია, რომ გამოძიებას საკუთარი უდანაშაულობა აჩვენოს.

“მას სურს აჩვენოს საკუთარი უდანაშაულობა გამოძიებას. ის გამოძახებული იყო საქართველოს პროკურატურაში. მე მასთან ერთად საქართველოში არ ვიმყოფები. ის მარტო ჩამოვიდა თბილისში. გასულ წლის ივლისში მისმა ადვოკატმა პროკურტურას მიმართა, რადგან გამოძიებასთან თანამშრომლობა სურდა . საგამოძიებო ორგანომ კი თანხმობა განაცხადა საქართველოში ნებისმიერ დროს ჩამოსვალზე, თუმცა ერთხელ აფგანი საზღვარზე არ შემოუშვეს. ახლა ის საქართველოშია და პირველ რიგში ადვოკატს შეხვდება, შემდეგ კი გამოძიებასთან თანამშრომლობას დაიწყებს”, – განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლი საქართველოში შემოუშვეს.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და 30 მაისს აზერბაიჯანში დააპატიმრეს. მას ბრალად საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა წაუყენეს. ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ მესაზღვრეებმა შემოსვლაზე უარი უთხრეს. მას საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა ჰქონდა განზრახული.

საქართველოს პროკურატურას აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე 143-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს საქმე აღძრული.

იტვირთბა....