ახალი ამბები მთავარი

კალაძე მეწყრულ ზონაზე: შემუშავებულია საევაკუაციო გეგმაც, თუკი ამის საჭიროება დადგება

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე ვაშლიჯვრის მეწყრულ ზონაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობას არანაირი მეწყრული საფრთხე არ ემუქრება.

კალაძემ განაცხადა, რომ ადგილზე მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი და არსებობს საევაკუაციო გეგმაც, თუკი ამის საჭიროება დადგა.

“მინდა შევეხო ერთ მნიშნვნელოვან საკითხს. ვაშლიჯვრის ფერდის მეწყრული ზონას. მინდა ავხსნა არსებული მდგომარეობა. რა ნაბიჯები გადაიდგა? რის გაკეთებას ვაპირებთ? ამ ფერდზე რამდენიმე ათეული წელია არსებობს ეს პრობლემა. პირველ რიგში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, პრობლემის მოგვარებაში დროულად ჩაერთვნენ გერმანელი ექსპერტები. ასევე გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელები. ჩვენ როგორც კი ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა რაიმე საფრთხე ყოფილიყო, გადავკეტეთ გზაც. ასევე, უსაფრთხოების მიზნით დავიწყეთ მეწყრული ზონის 24 საათიანი მონიტორინგი, რათა გვეწარმოებინა მეწყრული ზონის ხასიათი და მოძრაობა. გასულ კვირას უკვე დავამონტაჟეთ მონიტრონიგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა. ასევე შესაბამისი უწყებების მიერ შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა. ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის, თუმცა ყოველი შემთხვევისათვის ჩვენ ეს გვაქვს”, – განაცხადა ბრიფინგზე კახა კალაძემ

შეგახსენებთ, თბილისში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. თბილისის მერიამ უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა 16 მარტიდან შეზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერია აცხადებს  სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს.

მეწყრული მონაკვეთების კვლევასა და მონიტორინგში ასევე ჩართულები არიან გერმანელი ექსპერტებიც.

იტვირთბა....