[su_quote]ბიზნესს ძალიან კარგად ესმის, რომ სულ რომ არ გავამკაცროთ რეგულაციები და 2/3 მათი თანამშრომლების დაინფიცირდეს, უკვე შეუძლებელი გახდება, რომ ბიზნესმა იმუშავოს. რათქმაუნდა ერთადერთი ხსნა ვაქცინაციაა. აქედან გამომდინარე ჩვენ ამასაც ვიხილავთ და ვმუშაობთ, რომ უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმოს სტატუსები იყოს, რომელიც იქნება იმავდროულად მიმზიდველი არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ მიუხედავად ყველა მოლოდონისა და რისკისა მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა საერთაშორისო ფრენები, გაგვეხსნა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვაქცინირებული ტურისტებისთვის, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია[/su_quote]
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესის ამუშავების უსაფრთხოების გეგმაზე საუბრისას რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.