დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგიას საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ხარების ეკლესიაში აღავლენს.
ხარება მორწმუნეთათვის ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა.