aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ფეისბუქმა ქართულ მარშთან დაკავშირებული 23 ანგარიში, 24 გვერდი და 12 ჯგუფი წაშალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფეისბუქმა მსოფლიოს მასშტაბით 1167 ფეისბუქ ანგარიში, 290 ინსტაგრამი ანგარიში, 255 გვერი და 34 ჯგუფი წაშალა. მათ შორისაა ქართული ანგარიშებიც. 23 ფეისბუქ ანგარიში, 24 გვერდი და 12 ჯგუფი. ეს ანაგრიშები კავშირშია ქართულ მარშთან.

ფეისბუქის სპიკერის განცხადებასაც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქსელში ჩართული პირები ვინაობის და კოორდინირებული ქმედების დამალვას ცდილობდნენ, თუმცა მათი იდენტიფიცირება მაინც მოხერხდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ სქემასთან დაკავშირებული ადამიანები დასაპოსტად ყალბ და დუბლირებულ ანგარიშებს იყენებდნენ გვერდებისა და ჯგუფების სამართავად.

საქართველოს გარდა, ფეისბუქმა ქსელები წაშალა ალბანეთში, ირანში, არგენტინაში, ესპანეთში, ისრაელში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

იტვირთბა....