ევროპარლამენტარი მაიკლ გელერი, რუსთავი 2-ის ეთერში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს ეხმაურება და ორივე მხარეს მოუწოდებს, რომ კომპრომისი აუცილებელია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯი ხელისუფლებისგან უნდა წამოვიდეს
“ჩემი აზრით ახლა დროა, რომ საქართველომ იფიქროს და გაიაზროს. ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური პარტიები მივლენ იმ აზრამდე, რომ უკეთესია მიაღწიონ კომპრომისს. კარგად ვიცი დამოკიდებულებების შესახებ, რომ დომინანტი საქართველოში ყოველთვის უნდა იყოს დომინანტი. რომ პოლიტიკური პარტიები უპირატესობას ანიჭებენ, რომ ყველაფერი მხოლოდ მათ ჰქონდეთ. მე ვიცნობ ამ დამოკიდებულებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს შეთანხმებას და პრობლემების მოგვარებას. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ორივე მხარეს, რომ მოძებნონ გზა წინსვლისთვის, რათა მიაღწიონ კომპრომისს. ხალხი ამას ელოდება ორივე მხრიდან. თუმცა, როგორც არაერთხელ გვითქვამს, პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას”, – განაცხადა მაიკლ გალერმა.
შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.