მთავარი ციტატა

ცერცვაძე: ცეცხლს ვეთამაშებით და უახლოეს ხანებში გადაწყდება რა გზით წავალთ

[su_quote]დღეს საქართველო COVID პანდემიასთან მიმართებაში დგას გზაგასაყარზე და უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, თუ რომელი გზით წავალთ. ცეცხლთან თამაში არ შეიძლება და უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. თუ გვინდა არ გვქონდეს შეზღუდვები და მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას – უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, აუცილებლად ვიხმაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს. ვიმეორებ, ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს დღეებშივე, თორემ შემდეგ შეიძლება გვიან იყოს[/su_quote]

იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ფეისბუქზე პოსტით ეხმაურება.

იტვირთბა....