ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პაპუაშვილი: რურუას გარეთ ყოფნისთვის ოპოზიცია საზოგადოების მართლწესრიგს აყენებდა საფრთხის ქვეშ

ქართული ოცნების წევრმა შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში დაადასტურა, რომ შეხედრაზე ოპოზიციის მხრიდან დასმული იყო კითხვა არჩევნებსა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე, თუმცა დანიელსონისგან კატეგორიული უარი მიიღეს ორივე საკითხზე.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილისგან წამოვიდა ამინისტიის ინიციატივა, თუმცა რადგან საზოგადოების უსაფრთხოება არის პირველ რიგში, იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებულ რურუას გამო, ყველა პატიმარს ვერ გაათავსიუფლებდნენ.

“იმ შემთხვევაში თუკი რურუას საკითხი იქნებოდა ასახული დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში მოაწერდნენ თუ არა ამას ხელს ოპონენტები და ყველამ განაცხადა, რომ – არა, გარდა გირჩისა და ალეკო ელისაშვილისა. მე გიდასტურებთ, რომ ეს შეკითხვა მოლაპარაკებაზე დაისვა. იმასაც გიდასტურებთ, რომ კითხვა დაისვა არჩევნების შესახებაც. ორივე საკითხზე დანიელსონისგან უარი მიიღეს. იქ ქალბატონი სამადაშვილისგან გაჟღერდა ინიციატივა ამინისტიაზეც და ამაზეც უარი მიიღო. გიორგი რურუა მსჯავრდებულია იარაღის უკანონო ტარებაზე. ამინისტია ცხადდება მუხლზე და არა ადამიანზე. ეს არ არის კონკრეტული ადამინის შეწყალება. შესაბაისად ის ეხება ყველა ადამიანს, რომელიც არი იარაღის უკანანო ტარებაზე იხდის სასჯელს. ამ მუხლით მსჯავრდებულია ასეულობით ადამიანი. ერთი ადამიანის გარეთ ყოფნისთვის ისინი მთელი საზოგადოების მართლწესრიგს აყენებდნენ საფრთხის ქვეშ”, –  განცხადა შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ხელისუფლებისგან ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და მათი აზრით პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ  მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

 

იტვირთბა....