მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ მეტრონომს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
“კახი კავსაძე ისევ რეანიმაციაში იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა”, – ამბობს ტურძელაძე.
კავსაძე კლინიკაშ 2020 წლის 28 ნოემბერს მოათავსეს, მას კორონავირუსი დაუდასტურდა. მსახიობი ვირუსისგან 15 დეკემბერს განიკურნა და კლინიკა დატოვა. თუმცა კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 16 თებერვალს გაუარესდა და კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს.