ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას კიდევ ორი ვადით კენჭისყრის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ გამოცემა “რია ნოვოსტი” იტყობინება.
კანონის ავტორები არიან დეპუტატები პაველ კრაშენინინიკოვი და ოლგა სევასტიანოვა, ასევე სენატორი ანდრეი კლიშასი. მასზე მუშაობა გასულ ზაფხულს დაიწყო.
კანონში განმარტებულია, რომ პრეზიდენტობის უფლება შეზღუდულია ორ ვადაზე მეტჯერ, თუმცა ეს არ ეხება სახელმწიფო მეთაურს, რომელიც ამ მომენტისათვის იკავებს თანამდებობას.
ასევე, განმარტებულია, რომ პრეზიდენტი ვერ გახდება 35 წლამდე პირი და პირი, რომელიც მინიმუმ 25 წელი რუსეთში არ იცხოვრებს. ასევე არ შეეძლება პრეზიდენტობა მას, ვინცც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად უკვე მეოთხე ვადით აირჩიეს. პირველად 2000 წელს, მეორედ 2004 წელს, მესამედ 2012 წელს და მეოთხედ 2018 წელს.
პუტინი 2008-2012 წლებში იკავებდა რუსეთის პრემიერ-მინისტრის თამანდებობას. ამ წლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო დიმიტრი მედვედევი.