ახალი ამბები მთავარი ციტატა

ბოლქვაძე: ივანიშვილმა თავის მოღვაწეობით ქვეყანას დაუტოვა განძი, რასაც ისტორია აუცილებლად დააფასებს

ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვის არის უდიდესი პიროვნება და ეს ფაქტია. რაც მან გააკეთა თავისი მოღვაწეობით და რაც ქვეყანას დაუტოვა, ეს არის განძი, რომელსაც აუცილებლად დააფასებს ისტორია და კარგად დაინახავენ თუ რა არის ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის და ვინ არის ეს პიროვნება. მისი პატივისცემით, როდესაც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე, ეს იყო, პირველ რიგში, ის ხაზი, რასაც ვხედავდი ოცნებაში. მისი წასვლა პოლიტიკიდან ბევრით რამითაა გამოწვეული, ალბათ და მან ამაზე მშვენივრად ილაპარაკა და ძალიან კარგად გაანალიზა. მან დატოვა ისეთი რესურსი, ისეთი ადამიანები, რომლებიც გააგრძელებენ ოცნების იდეებს. ის ფაქტი, რომ ოცნება დაიშლება, მე არასოდეს დავიჯერებ, რომ… ოცნება აუცილებლად იქნება ის ძალა, რომელიც ყოველთვის იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ქართული ოცნება აუცილებლად იარსებებს

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ მეტრონომთან ინტერვიუს დროს განაცხადა

ვიდეო:

 

იტვირთბა....