ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: შეთანხმების დოკუმენტი შარლ მიშელის გეგმას უნდა დაეფუძნოს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძის განცხადებით, შარლ მიშელის გეგმას უნდა დაეფუძნოს შეთანხმების დოკუმენტი, თუ ის კიდევ ერთხელ იქნება წარდგენილი მოლაპარაკების მაგიდაზე.

დეკანოიძე აცხადებს, რომ იმ სახით, რა სახითაც ბოლოს წარმოუდგინეს დოკუმენტი, მათი ხელმოწერა არ იქნებოდა.

“შარლ მიშელის დოკუმენტზე უნდა იყოს დაფუძნებული შეთანხმების ეს გეგმა, თუ კიდევ იქნება წარდგენილი მედიატორის მიმართ.

ქართული ოცნების“ მოთხოვნა იყო, დოკუმენტი ყოფილიყო „წყალი“. ესაა მიზეზი, რის გამოც ჩაიშალა პირველი და მეორე მოლაპარაკებები. იმ სახით, როგორიც იყო ეს დოკუმენტი, მასზე ჩვენი ხელმოწერა არ იქნებოდა“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ისევ უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....