ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სუბარი: მზად ვართ მოლაპარაკების დაწყებისთვის

“ქართული ოცნების” დეპუტატის სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა მოლაპარაკებებისათვის.

სუბარი აცხადებს, რომ მოლაპრაკებების გასაგრძელებლად საჭიროა, რომ ოპოზიციამ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

“მზად ვართ მოლაპარაკების დაწყებისთვის, თუკი ოდნავი კონსტრუქციულობა მაინც დავინახეთ და არა შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ. არა შეურაცხმყოფელი განცხადებები მომლაპარაკებლის მიმართ. მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, უბრალოდ საჭიროა მიიღონ ყველა ის რეალობა, რაც  ჩვენმა პარტნიორებმა დააფიქსირეს, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა,” – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ისევ უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....